12 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
287 დაღუპული ბავშვი და ომის 108 დღე - ბოლო ცნობები უკრაინის ცხელი წერტილებიდან

ომის 108-ე დღეს უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ხერსონის ოლქში კისელევკას, სოლდატკოეს და ალექსანდროვკას მიმართულებით. ტავრიჩესკოეს დასახლება უკრაინის არმიის კონტროლქვეშაა.

ოკუპანტების მთავარ სამიზნედ და ყველაზე ცხელ წერტილად კი კვლავ დონბასის რეგიონი რჩება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, რუსული საოკუპაციო ძალებისათვის გადაულახავ ბარიერად რჩება ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალი, სლავიანსკი კრამატორსკისა და ავდეევკას მიმართულებები. 

აქტიური საბრძოლო შეტაკების ადგილად რჩება ხარკოვი. ჩუგუევის რაიონის სოფელ კარაბაჩკინოში ჭურვი კერძო სახლს დაეცა. დაიღუპა 4 და დაიჭრა 1 ადამიანი. 2 ადამიანი დაშავდა დეგრაჩახში, 1 სოფელ პეჩენეგში და 2 მილინოვკაში.

ფრონტის ხაზია ხერსონშიც. უკრაინამ ოლქში კონტრშეტევა სამი მიმართულებით დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი ტავრისკოე აგრესორებისგან გაათავისუფლეს და ტერიტორიას ახლა სრულად ისინი აკონტროლებენ. უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქის ხუთ დასახლებაში მტრის საყრდენ პუნქტებსა და საწყობებს დაარტყა.

უკრაინის პირველი პირი ყოველდღიურ მიმართვაში მეგობარ სახელმწიფოებს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მიმართავს. ახსენებს სამყაროს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მძიმე იარაღი სჭირდება.

მძიმე თავდასხმების მიუხედავად უკრაინა პოზიციებს არ თმობს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში მტრის თოთხმეტი შეტევა მოიგერია. ნადგურდება რუსული საბრძოლო ტექნიკაც. მტერი დანაკარგს განიცდის, თუმცა უკან არ იხევს. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები