ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - აკაკის ქუჩაზე მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის ბეტონის ღობეს შეეჯახა.
ავტომანქანაში მჯდომმა სამივე მგზავრმა მანქანიდან გამოსვლა თავად მოახერხა.
სხეულის მსუბუქი დაზიანებებით ისინი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველთა თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.