ლეღვის ნახარშით მიყენებული ქიმიური დამწვრობით ოთხ პაციენტს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრში. წელს სეზონურად 6 შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან ერთი ასაკოვანი ქალბატონია, დანარჩენები კი ახალგაზრდა გოგონები არიან.
დაშავებულებს ძირითადად კიდურების დამწვრობა აქვთ. სპეციალისტები, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გარუჯვის მსურველებს, ნუ გამოიყენებენ ამ მიზნით ლეღვის ნახარშს, რომელიც თავისი შემცველობით ქიმიურ რეაქციას იწვევს, რაც სხეულის დამწვრობით სრულდება.