სიცხეს და მაღალ ტემპერატურას არ შეუშლია ხელი ფოთელებისთვის, რომლებიც გვიანობამდე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის კონცერტზე. ის ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის მიერ შესრულებული სიმღერებით დასრულდა.
კონცერტი ხელისშეშლის მიუხედავად, რამდენიმე დღიანი დაგვიანების შემდეგ, მაინც გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მათ შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ რუსთავი 2-ის ყველაზე რეიტინგული შოუების წამყვანებს, მონაწილეებს, ტელეარხის ცნობილ სახეებსა და მუსიკოსებს.
„ძალიან ბევრი ხალხია, ერთობიან და იღებენ სიამოვნებას, ჩვენი ამოცანაც ეს იყო,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
დღეს, კონცერტი რუსთავი 2 შენთვის, ბათუმში ანბანის კოშკთან გაიმართება.