20 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
მწვერვალზე ჩარჩენილი ბელორუსი ალპინისტი მესტიაში გადაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ სამაშველო ოპერაცია დასრულდა უშბაზე. მაშველებმა მწვერვალზე ჩარჩენილი ბელორუსი ალპინისტი მესტიაში გადაიყვანეს, ის თავს კარგად გრძნობს. ასევე მესტიის საავადმყოფოშია გადასვენებელი გარდაცვლილი მთამსვლელი.

სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მაშველების მონაწილეობით. ბელორუსი მთამსვლელები მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ისეთ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ, სადაც ვერტმფრენი ვერ ახერხებდა მისვლას, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლეს მიახლოება და მათი გადმოყვანა.

ორი ბელორუსი მთამსვლელი მწვერვალზე ასვლას გუშინ ე.წ "მეშლიაევის" მარშრუტით ცდილობდა, თუმცა სავარაუდოდ ქვის ცვენის გამო ერთი ბელორუსი მთამსვლელი კედელს მოწყდა და დაიღუპა.

 
დღის ამბები