საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კასპის რაიონის სოფელ რენეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
პრობლემა სასმელ წყალს უკავშირდება, მოსახლეობას რიგში დგომა რამდენიმე საათი უწევს და კილომეტრებიდან ეზიდებიან.
დავით ბაქრაძე ასევე იმყოფებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომელსაც დახმარება მოუხსნეს.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, მიუხედაობის, არასწორი მოვლის და უნიათობის გამო, ეს სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. დღეს სოფელი არის წყლის გარეშე და ეს არის უზარმაზარი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რასაც ჭირდება მიხედვა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.