კუნძული უტოია კვლავ უმასპინძლებს ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკს.
ბანაკი 7 აგვისტოს გაიხსნება. ზუსტად 4 წლის წინ ნორვეგიის მაშინდელი მმართველის, ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით გახსნილ ბანაკში ანდერს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. მათ შორის - ქართველი სტუდენტიც.
ბანაკში შეჭრამდე ტერორისტმა ოსლოში სამთავრობო შენობასთან აფეთქება მოაწყო, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა. ორივე ტერაქტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმის სახელით შევიდა.
ანდერს ბრეივიკი კი სასჯელს ნორვეგიის ყველაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს, მას 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.