20 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ბიზნესმენი არჩილ ვეკუა შვეიცარიის უკვე ყოფილ ელჩს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშუალებს

ბიზნესმენი არჩილ ვეკუა შვეიცარიის უკვე ყოფილ ელჩს გიუნტერ ბეხლერს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშუალებს. ვეკუას ადვოკატების თქმით, ბეხლერი საქართველოში ყოფნის დროს მისი მეგობრის ბიზნესს მფარველობდა, ეს ბიზნესმენი კი არჩილ ვეკუას პარტნიორი იყო.

ბიზნესწილების გადანაწილებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ, პარტნიორმა ვეკუას თანხების მითვისების გამო უჩივლა. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, ვეკუა უდანაშაულოდ სცნო.

მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ბეხლერის გავლენით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და არჩილ ვეკუას 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 
დღის ამბები