02 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გუდაუთის ქუჩაზე სასაწყობე ფართი იწვის. ცეცხლის ლოკალიზება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. უკვე არსებობს ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ. 

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის მაშველებმა შენობიდან 2 დაშავებული გამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. 

დაშავებულთაგან ერთმა ხანძრის დროს კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო, მეორეს კი სხეულის სხვადასხვა მიდამოში დამწვრობები აღენიშნება. 

არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები