20 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ

გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობი იწვის, ბოლო ინფორმაციით ცეცხლი უფრო ძლიერდება. სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში უკვე ჩაერთო რამდენიმე ვერტმფრენი. ხანძრის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა საწყობიდან მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. არსებობს ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე. 

ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რიცხვიც.

რამდენიმე წუთის წინ კი სამართალდამცველებმა ერთი მუშა დააკავეს, რომელიც ცეცხლწაკიდებულ შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის უცნობია თუ სად არის გადაყვანილი დაკავებული პირი.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები