რამდენიმე წუთში ბათუმში "რუსთავი 2"-ის კონცერტი დაიწყება. საღამო ზღვისპირა ქალაქში ანბანის კოშკთან გაიმართება.
ჩვენი ტელეარხის ცნობილ სახეებსა და მუსიკოსებს დღეს ბათუმელები შეხვდებიან. ანბანის კოშკთან სცენა უკვე გაშლილია და იკრიბებიან მოქალაქეებიც.
ფოთის მსგავსად დღეს ბათუმელების წინაშე "კომედი შოუს" "X ფაქტორის", "საქართველოს ვარსკვლავისა", გამოუვალი მდგომარეობისა" და "ნიჭიერის" მონაწილეები წარსდგებიან.
გარდა ამისა "რუსთავი 2"-ის კონცერტზე დღეს პირველად გამოვლენ კახაბერი და ხანუმები.
კონცერტი ანბანის კოშკთან 19:00 საათზე დაიწყება.