20 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ანტისანიტარიულ პირობებში დამზადებული ნახევარფაბრიკატები-რას ყიდულობენ მომხმარებლები

ნახევარფაბრიკატების საწარმო სამარკო ნიშნით „სანდო“ დალუქულია, თუმცა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი ამ დრომდე გაყიდვაში რჩება. მის მიერ წარმოებული ხინკალი, პელმენი, ბლინი, კატლეტი, ქაბაბი და გუფთა სანიტარული წესების დარღვევით მზადდებოდა.

ანტისანიტარია, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, არასწორი ეტიკეტირება – ამ წესების დარღვევით მხოლოდ თბილისში რამდენიმე ათეული საწარმო მოქმედებს. მათი პროდუქცია დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც ვრცელდება და მას ათასობით მომხმარებელი ჰყავს.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა სპეციალისტებთან ერთად დღეს მხოლოდ რამდენიმე საწარმო დაათვალიერა. მათ შორის ერთ–ერთი კომპანიაც, რომლის პროდუქცია მთელ საქართველოში ვრცელდებოდა.

ავტორი:ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები