20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
სკოლებში სამხედრო სწავლება ბრუნდება

სკოლებში სამხედრო სწავლება ბრუნდება, მაგრამ ჯერ უცნობია რას გულისხმობს ეს სასწავლო კურსი. მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს, მაგალითად იარაღის დაშლა-აწყობაში ვარჯიში, ან სამხედრო სალამის მიცემა ოფიცერი პედაგოგისთვის გადაწყვეტილი არ არის.

თავდაცვის და განათლების სამინისტროები ჯერ მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების გასაძლიერებლად მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ ქართველი გმირების ისტორიები – ერთ–ერთ მაგალითად 2008 წლის ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ისტორია სახელდება.

აგვისტოს ომის გმირების ისტორიების სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანის მომხრეა ოპოზიციაც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ ეჭვები, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის სწორი ასახვა სასკოლო პროგრამაში არ მოხდება.

მმართველ გუნდში ომის ისტორიის ასახვასთან დაკავშირებულ ოპონენტების ეჭვებს არ იზიარებენ.

ავტორები:ელისო ჯარიაშვილი, დავით კაკულია, ია გულიაშვილი

დღის ამბები