20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
აფეთქება ბაქო–თბილისი-ერზურუმის მილსადენზე-აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე ყარსში თურქული კომპანია აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ბაქო–თბილისი-ერზურუმის მილსადენზე აფეთქება თურქეთის დროით ღამის პირველ საათსა და 15 წუთზე მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 20 კილომეტრის დაშორებით ისმოდა. ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა მალევე მოახერხეს და ხანძარი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

მომხდარს თურქეთის ხელისუფლებამ ტერაქტი უწოდა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და დივერსიაში ქურთი სეპარატისტები დაადანაშაულა.

ბაქო–თბილისი-ერზურუმის მილსადენით ყარსის რეგიონი ბუნებრივი აირით საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან მარაგდება, თუმცა ამაზე აფეთქებას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროშიც განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირით მომარაგება აფეთქების გამო გამო არ შეფერხებულა.

ავტორი:თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები