20 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
გუდაუთის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დაკარგულების ძებნა კი გრძელდება

გუდაუთის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ხანძრის შედეგად დაკარგული 2 პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა ზვიად კაწაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განმარტა ეს ადამიანები სავარაუდოდ იმ ოთახებში იმყოფებოდნენ, სადაც თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა, შესაბამისად სამძებრო სამუშაოები სწორედ იმ ოთახებში მიმდინარეობს.

მომხდარის შედეგად 2 მეხანძრე-მაშველი დაშავდა. ერთი მცირე დაზიანებებით ამ დრომდე განაგრძობს სტაციონარში მკურნალობას, მეორე კი ინტოქსიკაციით უკვე გამოწერეს და ის ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება.  

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში 28 სახანძრო ბრიგადა და შსს-ს 100-ზე მეტი თანამშრომელი ცდილობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები