"თელასის" მოთხოვნის განხილვას დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის ტარიფის გარზდის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ხვალ იწყებს. მარეგულირებელში ამ ეტაპზე კომპანიის დანაკარგებზე იმსჯელებენ, რაც სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. საბოლოოდ სწორედ ამის მიხედვით უნდა დაადგინოს სემეკმა თბილისელებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ოდენობა.
"თელასის" დანაკარგების შემცირებას არ გამორიცხავენ ენერგეტიკოსებიც, თუმცა ეჭვობენ, რომ ამან ტარიფის საბოლოო ზრდაზე გავლენა იქონიოს.
ენერგეტიკოსების მიერ ნავარაუდევი ცვლილებების ეკონომიკურ გათვლებს აკეთებენ ექსპერტები. ისინი თვლიან, რომ დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის თუნდაც მცირედით ფასების მომატებას ყველაფერზე გამოიწვევს. მათ შორის პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებზეც.
საჯარო განხილვების გარდა "სემეკი" მოსახლოებას ტარიფის საბოლოო დადგენაში უშუალო მონაწილოების მიღებას სთავაზობს. ენერგოომბუდსმენის ინიციატივით საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა.
ავტორი: ეკა გაგუა