20 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"საია"-ს სარჩელი თბილისის მერიის წინააღმდეგ - ახალგაზრდა იურისტები „დემარკის“ პროექტის უპირატესობას არკვევენ

რის საფუძველზე მიენიჭა მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებასთან მიმართებაში კომპანია „დემარკის“ პროექტს უპირატესობა - შესაბამის დოკუმენტაციას დღეს "ახალგაზრდა იურისტები" სასამართლოს მეშვეობით მოითხოვენ.

სარჩელი "საია"-ს საქალაქო სასამართლოში შეაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისის მერიისგან სრულყოფილი საბუთები ვერ მიიღეს.

„უცნობია ჩვენთვის, რა პრინციპით, რა ფორმით მოახდინა თბილისის მერიამ გამარჯვებულის გამოვლენა,“ - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა სულხან სალაძემ.

 

 

 
დღის ამბები