20 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"რუსთავი 2" ბათუმში - რამდენიმე საათიანი კონცერტი და უამრავი ადამიანი ანბანის კოშკთან

რამდენიმე საათს გაგრძელდა ბათუმში რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული კონცერტი.
ანბანის კოშკთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მათთან შესახვედრად აჭარაში საგანგებოდ ჩავიდნენ ტელეარხის ცნობილი სახეები და მუსიკოსები.

ფოთის მსგავსად ბათუმელების წინაშე კომედი შოუს, X ფაქტორის, საქართველოს ვარსკვლავის, გამოუვალი მდგომარეობისა და ნიჭიერის მონაწილეები წარსდგნენ.

იყო სიურპრიზიც - რუსთავი 2-ის კონცერტზე პირველად გამოვიდნენ კახაბერი და ხანუმები.

„ძლიან ბედნიერია ბათუმის მოსახლება და სტუმრები. ძლიან ბედნიერი ვარ, რომ რუსთავი 2 უყვართ და უყვართ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც ვქმნით მათთვის,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები