გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის კვლავ უცნობია. ხანძრისას დაკარგული ორივე ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის მათი ვინაობა დადგენილია. ისინი საწყობის დირექტორი და მისი მოადგილე აღმოჩნდნენ. 6 დაშავებულიდან კლინიკაში სამი პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მერიის მხრიდან ყველა საჭიროების უზრუნველყოფას დაპირდა. დავით ნარმანიამ შპს „ჰერმესის“ ხელძღვანელს და შესაბამისი რაიონების გამგებლებს ოჯახების მხარდასაჭერად დახმარების გაწევა დაავალა.
პრევენციის მიზნით გუდაუთის ქუჩაზე კვლავ მობილიზებულია სამაშველო სამსახური, უსაფრთხოებისთვის კი ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ეკო მაღრაძე