ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძემ ბოლო დროს სოციალურად დაუცველთა სიებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ახლოვდება საპარლამენტო არჩვენები და ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მეტი ნეგატივი შეიტანოს საზოგადოებაში. ყველაზე დიდი პოზიტივზე აკეთებს პოლიტიკურ დარტყმებს.
2012 წელს, ნახევარ მილიონზე მეტი იყო სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, მაშინ სოციალურად დაუცველებზე გაცემული იყო 11 მილიონამდე, ხოლო 2015 წელს გაცემულია 2-ჯერ მეტი თანხა, ანუ 22 მილიონზე მეტი. საყოველთაო ჯანდაცვი ვის პროგრამაზე ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ ბოლო პერიოდია რაც საუბრობს, არამედ ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან,“ - განაცადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული თანხის დანამატი. მისი თქმით, უწყებას ამის რესურსი გააცნია.
ავტორი: ანა წერეთელი