20 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
წყლის მიკრობიოლოგიური კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

წყლის ხარისხთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გუშინ შემოწმდა წყალი და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა.

"დღეს ასევე მოხდა ქიმიური ანალიზის აღება იმ ქუჩებზე, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ყვარლის საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტები, რომლის პასუხიც დადებითია. მიკრობიოლოგიურ კვლევის პასუხი, რომელსაც 24 საათი ჭირდება, ხვალ გახდება ცნობილი. დაზუსტებული პასუხი, იყო თუ არა ყვარელის მოსახლეობის მასიური ინტოქსიკაციის მიზეზი წყალი, საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი," - განაცხადა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები