კომუნალური ვაუჩერების საკითხი თბილისში ამ ეტაპზე ღიაა, თუმცა წინასწარი განცხადება დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ გააკეთა.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მოსალოდნელია ვაუჩერების საყოფელთაო დაფინანსების გაუქმება და სახსრების გადანაწილება დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველთა ნაწილზე.
„ის ოჯახები, რომლებიც რეალურად არ საჭიროებენ მსგავსი ტიპის ვაუჩერებით დაფინანსებას იმ კომუნალური სერვისებით, რომლითაც უფინასდებათ, ვფიქრობ, ეს ნაწილი შეიძლება იქნას ჩახსნილი. ის დარჩება იმას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.