„მათ აღიარეს, რომ ათასობით მარტოხელა პენსიონერი დატოვეს საარსებო შემწეობის გარეშე,“ - ჯანდაცვის სამინისტროს ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება ბავშვებისთვის დახმარების აღდგენისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის ინფორმაციით, დახმარება 27 ათასამდე არასრულწლოვანს შეუწყვიტეს.
„საუბარი მხოლოდ 3 ათას პენსიონერზე, რომელიც უნდა დაბრუნდეს ბაზაში, არარეალისტურია, ეს არ არის პრობლემის სიმძიმის სრულფასოვანი გააზრება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საგანგებო ბრიფინგი დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გამართა. ზაზა სოფრომაძე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს გამოეხმაურა და ოპონენტები სოციალურად დაუცველების ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაში დადანაშაულა.