რამ გამოიწვია მასობრივი მოწამვლა კახეთში კვლავ უცნობია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მოწამლულთა რიცხვი ყვარელში 85-ს აღწევს, მათგან 28 საავადმყოფოში გადის მკურნალობას დანარჩენი კი ექიმებმა სახლში გაწერეს.
ამასთან უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი სიმპტომებით თელავის საავადმყოფოებს 3-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის არიც 5 წლის ბავშვიც.
100-მდე ადამიანი ბოლო 24 საათის განმავლობაში პირღებინებას და მაღალ ტემპერატურას უჩივის.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ათობით მოქალაქის მოწამვლა ან სასამელმა წაყლმა ან ვირუსმა გამოიწვია. წყალს უკვე ჩაუტარდა ქიმიური კვლევები ახლა კი მიმდინარეობს სინჯების მიკრო-ბიოლოგიური შემოწმება. საბოლოო პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ავტორი: ნათია მღებრიშვილი.