ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ურთიერთბრალდებების თემა კიდევ ერთელ გახდა. ოპოზიციის მთავარი პრეტენზია ის ახალი მეთოდოლოგიაა, რომლითაც სოციალურად დაუცველთა ახალი ბაზა შედგა. რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგებთან ერთად ნაციონალურმა მოძრაობამ ის მონაცემები გაასაჯაროვა, სადაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანი მოხვდა.
ოპოზიციის კრიტიკას ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი არგუმენტებით უპასუხა. მიზანმიმართულ კამპანიაში პოლიტიკური ოპონენტები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადანაშაულა. ზაზა სოფრომაძის განმარტებით, უწყება სოციალურ შემწეობას მხოლოდ ყველაზე ღარიბ ფენაზე გასცემს, მათ შორის 20 აგვისტოდან იმ მარტოხელა პენსიონერებზე, რომლებსაც შეფასების ახალი მეთოდოლოგიის გამო დახმარება რამდენიმე თვეა შეწყვეტილი აქვთ, ასეთი კი მხოლოდ ბოლო ორ თვეში სამი ათასზე მეტია.
ავტორები:ანა წერეთელი, გიგლა თუმანიშვილი