ქართული ღვინო და პოლიტიკა რუსეთს ისევ არ მოსწონს. მორიგ ემბარგოზე საუბარი კრემლში დიმიტრი მედვედევმა წამოიწყო.
რუსეთის მთვრობის მეთაური ოფიციალურ თბილისს ევროკავშირის სანქციებთან მიერთების გამო აკრიტიკებს. ქართული ღვინის ხარისხს კი "როსპოტრეპნაძორი" იწუნებს.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და ალტერნატიული ბაზრების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით ქართულ მეღვინეობას პრობლემებს არა მხოლოდ ემბარგო, არამედ კრიზისში მყოფი რუსული ეკონომიკაც უქმნის.
საქართველსო სოფლის მეურნეობის სამინიტრომ განმარტა, რომ კონკრეტული პროდუქციის საკითხის შესწავლა დაწყებულია, თუმცა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი საქართველოში მკაცრად კონტროლდება და ამ სასმელების ექსპორტი წარმატებით მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორცილედება.
ხელოვნურად შექმნილი მორიგი რუსული ემბარგოს შემთხევვაში პრობლემებზე საუბრობენ ქართველი მეღვინეები.
ავტორი: სოფო ზურაბიანი