დენის ტარიფის გაზრდაზე პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. ენეგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში "თელასის" დანაკარგებზე მსჯელობდნენ.
"სემეკი" ცდილობს ტარიფის შიგნით იპოვოს რესურსი და შეამსუბუქოს გაძვირების ეფექტი.
ამ შემთხვევაში სუბსიდირების პოლიტიკისთვის ხელისუფლებას ნაკლები სახსრები დასჭირდება და ასევე ნაკლებად ნეგატიური იქნება გაძვირებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, რომელებსაც ექსპერტები პროგნოზირებენ.
განახევრებული დანაკარგების პირობებსიც დედაქალაქში ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას გარდაუვლად მიიჩნევენ ენერგეტიკოსები. მათი ნაწილი დღეს "სემეკში" გამართულ საჯარო განხილვას ესწრებოდა. ექსპერტები დღეს უკვე გადაჭრით ამბობენ, რომ დენის გაძვირება ყველაფერზე ფასის გაზრდას გამოიწვევს.
რეგიოენების შემდეგ უკვე თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველების სუბსიდირებაზე ცენტრალური და დედაქალაქის მთავორბაც საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სისიტემით და რა თანხით მოხდება ამ ოჯახების დახმარება.
ავტორი: ეკა გაგუა