20 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს. პროცესი დილის 9 საათიდან დაიწყება და 12 აგვისტომდე გასტანს.

სააპელაციო განაცხადის შევსება იმ აბიტურიენტებს და საგრანტო კონკურსში მონაწილე პირებს შეუძლიათ, რომლებსაც საგამოცდო ცენტრის შეფასება არ მოსწონთ.

საჩივრებს ეროვნული ცენტრი 10 დღის განმავლობაში განიხილავს, რის შემდეგაც საბოლოო პასუხებს გამოაქვეყნებს.

აბიტურიენტებს სურვილის შემთვევაში ყველა გამოცდის შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ. თითოეული საგნის აპელაცია 50 ლარი ღირს. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს ქულა მოემატება თანხა უკან დაუბრუნდება.

 

 
დღის ამბები