20 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
სპეციალისტები დაინფიცირების არეალის მცხოვრებლებს სასმელი წყლის გადადუღებას ურჩევენ

ბაქტერიული ანალიზისა და მიკრობიოლოგიური კვლევის საბოლოო დასკვნამდე, სპეციალისტები დაინფიცირების არეალის მცხოვრებლებს სასმელი წყლის გადადუღებას ურჩევენ.

მათი განმარტებით, არ არის გამორიცხული, ნოროვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ წყალი გამხდარიყო, განსაკუთრებით იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც წყალი ადგილობრივებს გრაფიკით მიეწოდებათ.

სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვასაც ურჩევენ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განმარტებით, როდესაც ეპიდაფეთქება ხდება, ნოროვირუსი ან საკვებთან არის დაკავშირებული, ან სასმელ წყალთან. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ წყალთან იყოს დაკავშირებული.

„ჩვენი რჩევა იქნება, სადაც კი წყალი მოდის გრაფიკით, ან მოსახლეობა ავზებში აგროვებს და შემდეგ მოიხმარს, გამოიყენონ მხოლოდ გადადუღებული წყალი,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები