აბიტურიენტთა საგრანტო კონსკურსში მონაწილე სტუდენტების სააპელაციო განცხადებების მიღება დღეს დილით, 9 საათიდან დაიწყო.
მათ აპლიკაციის შევსება და გადაგზავნა ინტერნეტის საშუალებით 12 აგვისტომდე შეუძლიათ. ასევე აქვთ უფლება გაასაჩივრონ ყველა გამოცდის შედეგი.
თითო საგნის გასაჩივრება 50 ლარი ღირს. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტის ან სტუდენტის საჩივარი დადებითად შეფასდება, თანხა უკან დაუბრუნდებათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადებს ათი დღის განმავლობაში განიხილავს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის დავით ჭანკოტაძის განმარტებთ, 12 აგვისტოს შემდეგ 10 დღის ვადაში, აპლიკანტებს ელექტრონულად ეცნობებათ აპელაციის შედეგბი.