ბოლო მონაცემებით ყვარლის საავადმყოფოს ნოროვირუსით ინფიცირებულმა 140-მა ადამიანმა მიმართა. მათი უმრავლესობა მკურნალობის კურსს უკვე სახლში აგრძელებს.
სტაციონარში ამ დროისთვის მხოლოდ 2 ზრდასრული მამაკაცი რჩება.
მოწამვლის ნიშნებით იყო მოთავსებული 6 პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშიც, სადაც მკურნალობას მხოლოდ ერთი მათგანი აგრძელებს.
დღის მეორე ნახევარში უნდა გახდეს ცნობილი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ ყვარელში სასმელ წყალზე აღებული სინჯების ბიოლოგიური ანალიზის პასუხი.
შეგახსენებთ, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით მოსახლეობამ ყვარლისა და თელავის საავადმყოფოებს 2 დღის წინ მიმართა.