20 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
გიგლა აგულაშვილი დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვის მინისტრი მცხეთა-მთიანეთს სტუმრობდა. გიგლა აგულაშვილი დაბა ყაზბეგში, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიური პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრმა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა ის ადგილები, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემებისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები უნდა განთავსდეს.

„ჩვენი თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ იმისათვის, რომ საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მიაწოდონ ინფორმაცია ბარში და მოხერხდეს საფრთხის თავიდან აცილება,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები