ვლადიმერ ბარათაშვილს რამდენიმე დღის წინ პოლიცილებმა განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის მორიგ ფაქტებზე საუბრობენ უფლებადამცველები.
დეტალები ადვოკატთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წევრებმა განმარტეს. მათი ინფორმაციით დაკავებულს აიძულებდნენ ეღიარებინა ძარცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ოჯახის წევრებზე ზეწოლით დაემუქრნენ. აფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. რომელიც მომხდარ ფაქტს გამოიძიებს.