133 სამუშაო ადგილი 22 პოზიციაზე - ვაკანსიების დასაკავებლად, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ბაზაში ჩართვას სთავაზობს დასაქმების დეპარტამენტი.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს online ან მიაკითხოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებს.
დეპარტამენტს ვაკანსიები მოძიებული აქვს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ვაკანსიები ძირითადად კერძო სექტორშია და ხელფასის ოდენობა 300-დან 500 ლარამდე შეადგენს.
დასაქმების დეპარტამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირებულია სამუშაოს 42 ათასამდე მაძიებელი, 3 ათასამდე მოქალაქე კი უკვე დასაქმებულია.
“იქიდან გამომდინარე, რომ უმუშევრობა ქვეყანაში კვლავ რჩება ერთ-ერთ გამოწვევად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე მივიტანოთ ინფომრაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენი ყველა ვაკანსია გახლავთ რეალური,“ - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა სტურუამ.