18 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
დღეს ღამით ცაზე 2022 წლის მესამე სუპერ მთვარის ხილვაა შესაძლებელი

დღეს ღამით ცაზე 2022 წლის მესამე სუპერ მთვარის ხილვაა შესაძლებელი. ეს მოვლენა იმას ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწასთან ჩვეულებრივზე მეტად ახლოსაა. NASA-ს ცნობით, მთვარე დედამიწასთან ახლოს იქნება სამშაბათს დილიდან პარასკევის დასაწყისამდე. ის პიკს ოთხშაბათს მიაღწევს.

NASA-ს ცნობით, სუპერმთვარეები ზოგადად 17%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა ჩანს, ვიდრე მაშინ, როცა მთვარე დედამიწიდან ყველაზე შორს არის. სუპერმთვარეები ასევე ოდნავ უფრო დიდი და კაშკაშაა ვიდრე სავსე მთვარეები.

დღევანდელი მთვარე წლის ბოლო სუპერმთვარე არაა, კიდევ ერთი სუპერმთვარის ხილვა 11 აგვისტოს ღამით იქნება.

დღის ამბები