ანტიკური ხანის უნიკალური აბანო ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი. ასეთია ქართველი არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა თბილისში, აბანოთუბნის, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე.
განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მინისა და კერამიკის ნიმუშები ასევე მონეტები.
ამ დროისთვის არქეოლოგები ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.