20 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
7 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან - საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება დროდადრო ჭირს

რამდენიმე საათში 7 წელი შესრულდება რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან. 7 წლის წინ დაიღუპნენ ადამიანები, რუსმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახლ-კარი გადაუწვეს და ათასობით ადამიანი საცხოვრებელი ადგილიდან გამოაძევეს. 

დევნილი მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრებს.

ათობით ადამიანი კი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გავლებულ საოკუპაციო ხაზთან უკვე წლებია ცხოვრებას განაგრძობს. ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას დეტალურად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ. ერთ-ერთი პირველი პრობლემა უსაფრთხოებაა, შემდეგი კი - სხვადასხვა სოციალური პრობლემებია.

პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია. ადგილობრივები დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ. მიუხედავად სიდუხჭირისა და შიშისა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს მაინც არ ტოვებენ.

 

ავტორი: დავით კაკულია

 
დღის ამბები