მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმურაზე გამავალი ხიდი დღეიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზნით იკეტება.
ავარიულობის გამო იგეგმება მისი სრული დემონტაჟი და ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქციის აგება.
სამუშაოები ოთხ თვეს გასტანს, ამ მიზეზით ავტოტრანსპორტი ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებს. კერძოდ, აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ასევე რობაქიძის გამზირის გავლით.