ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ ექსპერტები. მათი ვარაუდით, ლარის კურსის ვარდნა არც სექტემბრიდან შეჩერდება. ისინი არ იზიარებენ, მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურება შესაძლოა პრეზიდენტის ვეტოს უკავშირდებოდეს.
ექსპერტების აზრით, ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარდა, ინვესტიციებისა და ექსპორტ-იმპორტის შემცირების შედეგიცაა. ისინი ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ საჭიროა ინვესტიციების დროულად მოზიდვა.
„ჩვენ დღეს არ გვაქვს სიმშვიდის უფლება. გაცილებით ღრმა პრობლემებია და ეს აისახება ცუდად, არა მარტო ეკონომიკაზე, არამედ კიდევ უფრო დიდი სიღარიბისკენ მიაქანებს ქვეყანას,“ - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.