უბედური შემთხვევა მცხეთაში. დიდუბეში რკინიგზის ლიანდაგებთან ნაპოვნია შუა ხნის გარდაცვლილი მამაკაცი. სავარაუდოდ, მცხეთიდან თბილისისკენ მოძრავი მატარებელი მამაკაცს შეეჯახა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ დეტალები შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.