20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
გიგლა აგულაშვილმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების სტატისტიკა წარმოადგინა

ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების სტატისტიკა წარმოადგინა დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა.

ნიმუშების სახით წარმოდგენილი იყო ბრაკონიერებისთვის ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღები.

შეხვედრას გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე კლუბების და ასოციაციების წარმომადგენლების ესწრებოდნენ.  

გიგლა აგულაშვილმა მათ სამინისტროს მიერ ბრაკონიერობის წინააღმდეგ დასახული სამოქმედო გეგმები გააცნო.

„ვმუშაობთ როგორც საგანმანათლებლო ფორმატში, ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების ფორმატში, ვმუშაობთ ადგილებზე, ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების ფორმაში. სტატისტიკა უმჯობესდება, ამავე დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ იყოს ძლიან ღია და გახსნილი როგორც ინფომრაციის მიღების, ასევე გასაჯაროების თვალსაზრისთაც,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 
დღის ამბები