20 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ხელისუფლება აფხაზეთში დაღუპული 25 სამხედროს ნეშტის იდენტიფიცირებაზე მუშაობს

ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტი იდენტიფიცირებულია. ნეშტები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. 12 დაღუპულიდან 2 სამოქალაქო პირია, 10 კი სამხედრო.

ამ წუთებში ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა გახსნილია ახალი საფლავები და კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„პარალელურად მიდის მუშაობა ახალი საფლავების მოძიებაზე. ბოლო 2 თვეში 7 საფლავი გაიხსნა სადაც 25 მიცვალებული არის აღმოჩენილი და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აფხაზურ მხარესთან და მათი მიდგომა ამ შემთხვევაში არის ძალიან კონსტრუქციული.“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

ხვალ 9 სამხედროს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, 3 კი - ოჯახის გადაწყვეტილებით საგვარეულო საფლავზე დაიკრძალება.

 
დღის ამბები