სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა ღამით თერჯოლის რაიონში. ტრაილერს ქაღალდი სტამბულიდან ერევნის მიმართულებით გადაჰქონდა.
მძღოლი სახანძრო სამსახურს დაგვიანებაში ადანაშაულებს. მაშველები კი განმარტავენ, რომ მათ ინფრომაცია შემთხვევის ადგილის შესახებ მოქალაქემ არასწორად მიაწოდა. მიზეზებს გამოძიება ადგენს.