ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერები სახლართი ბადეებით თევზაობდნენ. სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს წინაამდეგობა გაუწიეს და მათ მითითებებს არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
შესაბამისმა სამსახურებმა გასაბერი ნავის, ნიჩბების, ბენზინის ავზის, სხვადასხვა სიგრძისა და მოცულობის სახლართი ბადისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია მოახდინეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.