20 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ბაბუშერას ტრაგედიის ორი მებრძოლის ნეშტი იმერეთის რეგიონში გადაასვენეს

ბაბუშერას ტრაგედიის ორი მებრძოლის ნეშტი იმერეთის რეგიონში გადაასვენეს. ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში მეუფე კალისტრატემ აღავლინა. ღვთისმსახურებას თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის წარმომადგნები, ასევე იმერეთის რეგიონის გუბერნატორი დაესწრნენ.

მოგვიანებით, ემზარ თუთისანის ნეშტი ქუთაისის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ასევე სამხედრო პატივით დაკრძალეს ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული ამირან გეგეშიძის ნეშტიც. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში სამგლოვიარო ცერემონიალს სამხედრო მაღალჩიოსნები დაესწრნენ.

სამხედრო პატივით დაკრძალვამდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტის სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები