რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები
კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. ხანძარი ადგილობრივი მაცხოვრებელის მიერ ანთებული გაზქურის დატოვებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლს კლდიაშვილის ქუჩაზე 4 ეკიპაჟი აქრობდა.