თეთნულდზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი სახელმწიფოს საერთო ჯამში 40 მილიონი ევრო უჯდება, საიდანაც ნაწილი ფრანგული მხარის სესხია. შენდება საბაგირო და კეთდება სასრიალო ტრასები.
„კურორტის უნიკალურობა არის იმაში რომ სეზონი 6-7 თვიანი იქნება, არის გრძელი სასრიალო ტრასები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო ტრასებია. ასევე ინფრასტრუქტურა, საბაგიროები მსოფლიოს უმაღლესი კლასის დონის შესაბამისია,“ - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი.
კურორტი სვანეთში 15 დეკემბერს უნდა გაიხსნას.