ზარალის ანაზღაურების დაჩქარებას ითხოვს 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული სვანიძის ქუჩის მოსახლეობა. დაზარალებულთა კომიტეტის ხელმძღვანელი 4 პუნქტიან მოთხოვნაზე საუბრობს. თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 6 ოჯახია დაკმაყოფილიებული.
თბილისის საკრებულომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი 5 ივლისს დაამტკიცა. რატომ ყოვნდება ზარალის ანაზღაურება - ბრალდებებზე კომენტარს მერიასა და გამგეობაში არ აკეთებენ.