უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, თბილისში ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. შსს-ს ინფორმაციით, აკრძალვა განხორციელდება 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან შემდეგ ქუჩებზე:
- მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);
- წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;
- დაიკეტება დ.აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;
- ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;
- მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;
- მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.
სრულად დაიკეტება ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.
ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.