20 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
"სარჩელი მოკლედ რომ შევაფასოთ არის სასაცილო," - რუსთავი 2-ის იურისტი

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ს ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებული საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადაეცა. 

რუსთავი2-ის წილებზე სასამართო იმსჯელებს. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში მიიღო, შესაბამისად ძალაში რჩება განჩინება ყადაღის დადების შესახებაც. გასაჩივრების დრო შეზღუდულია, თუმცა კომპანიისთვის დღემდე უცნობი იყო თუ რა მასალებს ეყრდნობოდა გადაწვეტილება.

"სარჩელი მოკლედ რომ შევაფასოთ არის სასაცილო, მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება - შოკის მომგვრელია. სარჩელის პირველი ნაწილი ეხება საავტორო უფლებებს. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ არის რუსთავი 2-ის ლოგოს ავტორი, ასევე , პროექტების - უკანასკნელი გმირი, ჯეობარი და ფორდ ბოიარდი-ს ავტორი, რაც სასაცილოა და ის ამაში ითხოვს 500 ათასი აშშ დოლარის გადახდას კომპანიისგან“- აცხადებს კომპანიის იურისტი და განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის ლოგო ყოველთვის იქმნებოდა მარკეტინგისა და გრაფიკოს-დიზაინერების შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად. თამთა მურადაშვილს ეჭვი აქვს, რომ ქიბარ ხალვაში მათზე კრეატიული ვერ იქნებოდა.

„გარდა ამისა, ჩამოთვლილი გადაცემები არის საერთაშორისო პროექტები და ვისაც თუნდაც ერთი დღე უმუშავია ტელევიზიაში, ან საერთოდ უყურებს ტელევიზორს, ყველამ იცის, რომ ეს არის საერთაშორისო ფორმატის ლიცენზირებული პროექტები და ჩვენ ვყიდულობთ ამ პროექტებს - ფორდ ბოიარდი ფრანგებისგან, ხოლო ჯეობარი შვედებისგან. თუ ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს პროექტები შეიქმნა მისი ავტორობით, შეგახსენებთ, რომ ეს პროექტები საერთაშორისო დონზე სხვა არხებზეც გადიოდა, ალბათ, ასეთივე წარმატებით მსოფლიოში სხვა ტელევიზიებსაც უნდა უჩივლოს, რომ მისი საავტორო უფლებები ირღვევა.

სარჩელის მეორე ნაწილში ქიბარ ხალვაში დაობს, თუ როგორ იძულებით დაათმობინეს მას წილი და ჩამოთვლილია მთელი ქრონოლოგია ნასყიდობის ხელშეკრულებების. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებად საავტორო უფლებების ნაწილში მას არაფერი აქვს წარდგენილი და მითითებული აქვს სარჩელში, რომ მოწმეებს დაიბარებს და როდესაც ისინი სასამართლოზე გამოცხადდებიან, იქ დაამტკიცებს მის საავტორო უფლებებს. მეორე ნაწილში უბრალოდ თანდართული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებების ასლები და რუსთავი 2-ს ქონების, ჩვენი შენობის მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საკადასტრო კოდები. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება. ასევე მას აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, სადაც სარჩელში ამბობს, რომ მან ამ თემაზე უკვე მიმართა პროკურატურას და სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული და თანდართული აქვს მისი ინტერესების დამცველის - ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს მიმართ მიწერილი წერილი. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მან დაურთო სარჩელს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია მოსამართლემ როგორ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი განჩინება ამგვარი სარჩელის საფუძველზე. დასკვნა აქედან არის ერთი, რომ რუსთავი 2 არის აბსოლუტურად ხელოვნურად ჩართული ამ საქმეში, თუ ქიბარ ხალვაშს მართლა სურს თავისი ინტერესების დაცვა და წილების უკან დაბრუნება, ერთადერთი მართლზომიერი ქმედება, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო გამამართლებელი ამ სარჩელის საფუძველზე, მოეთხოვა ამჟამინდელი დამფუძნებლების წილის დაყადაღება. ამიტომ, რუსთავი 2-ის ქონების სრული დაყადაღება, დირექტორების უფლებების შეზღუდვა და სხვა მრავალი რამ არის ხელოვნურად შექმნილი და მიზანი ნათელია, რომ ხელი შეეშალოს ან საერთოდ შეჩერდეს ჩვენი კომპანიის მაუწყებლობა. განჩინების გაუქმებას მოვითხოვთ იმ საფუძვლით, რომ მოსამართლემ არასწორად იმსჯელა, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, სარჩელი მას ამ საფუძველს არ აძლევდა და ის საერთაშორისო ქეისები, რომელიც მოყვანილი ყავს მოსამართლეს თავის განჩინებაში ვერ ამართლებს ამას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობდა ვითომ დასაბუთებული განჩინება გამოეტანა, მაგრამ მას არ მიუთითებია მედიასთან დაკავშირებული საერთაშორისო ქეისები. დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმე იქნება ძალიან წარმატებული და ალბათ ოქროს ასოებით ჩაიწერება და რუსთავი 2-ის საქმე ალბათ სახელმძღვანელოებშიც კი შევა,“ - განმარტავს თამთა მურადაშვილი.

როგორც მურადაშვილმა აღნიშნა ყადაღასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის ვადა 12 აგვისტოს იწურება და მასალების დამუშავების შემდეგ სარჩელი კომპანიის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში შევა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები